რჩევები უსაფრთხო რიგებისთვის
COVID-19 გავრცელების რისკების შემცირების მიზნით აუცილებელი გახდა დამატებითი სიფრთხილის ზომების მიღება და სოციალური დისტანცირება. ეს სიტუაცია ბიზნესისთვის რამოდენიმე ამოცანას აყენებს დღის წესრიგში. ერთის მხრივ არსებობს სერვისების ტიპი, რომელთა გაუქმება ან გადადება შეუძლებელია და მეორეს მხრივ პრიორიტეტულია მომხმარებლებისა და პერსონალის ვირუსის გავრცელებისგან დაცვა.
შექმნილ სიტუაციაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა კლინიკამ, სახელმწიფო სტრუქტურამ და ბიზნესმა განახორციელოს სწრაფი რეაგირება და რაც მთავარია ადაპტაცია. ამ ბლოგში გაიგებთ თუ როგორ შეიძლება განაგრძოთ მომხმარებლების მომსახურება და ამავდროულად დაიცვათ როგორც მომხმარებელი, ისე პერსონალი და საკუთარი თავი.
ვიზიტორთა შეზღუდული რაოდენობა სერვის ცენტრებში
მომსახურების გაწევის სივრცეში მომხმარებლების რაოდენობის შემცირება პირველი ნაბიჯია რისკის შემცირებისკენ, რომლის მიღწევაც შესაძლებელია ქვემოთ ჩამოთვლილი მიდგომების ხარჯზე.
შეცვალეთ ფიზიკური რიგი ვირტუალურით
ეს საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მოქნილობის დაელოდონ სერვისს ნაკლებად ხალხმრავალ ადგილებში, მაგალითად, სერვის ცენტრის გარეთ, მანქანაში, რაც შეამცირებს მომლოდინეთა რაოდენობას უშუალოდ მომსახურების ზონაში.
გახადეთ ვიზიტის დაჯავშნა აუცილებელი
ვიზიტის დაჯავშნით, მომხმარებელი თავიდან აირიდებს ხანგრძლივ რიგში დგომას. ამასთან ერთად შეძლებთ როგორც პიკის საათის დატვირთულობის გაკონტროლებას, ასევე მოსაცდელი სივრცის დაცარიელებას.
გამოიყენეთ აპლიკაცია კონსიერჟი თვითმომსახურების გასაუმჯობესებლად
აპლიკაციის დახმარებით შესაძლებელია მომხმარებლის სერვის ცენტრში ინდენტიფიცირება პერსონალის ჩარევის გარეშე. სისტემა გასცემს ვირტუალურ ბილეთს და გადაამისამართებს მომხმარებელს სასურველი სერვისის პროვაიდერთან.
მინიმუმამდე დაიყვანეთ ფიზიკური ინტერაქცია
შეცვალეთ ურთიერთკავშირი ყველგან სადაც შესაძლებელია ფიზიკური ინტერაქციის და ციფრულით ჩანაცვლება. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე გადაწყვეტა, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ ამის განხორციელებას:
- დაჯავშნა – უზრუნველყავით ვიზიტის ონლაინ დაჯავშნა თქვენს ვებსაიტზე. დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ მომხმარებლისთვის საინტერესო და აუცილებელ სრულ ფუნქციონალის შეთავაზება.
- დესქი – თვითმომსახურების დახმარებით სრულად აღმოფხვრით ფიზიკური ინტერაქციის აუცილებლობას.
- ლოდინი – მობილური რიგის ბილეთის გაცემით შეძლებთ როგორც სერვის ცენტრის მომლოდინეებისგან დაცარიელებას, ასევე ფიზიკური ინტერაქციების შემცირებას.
მომხმარებელთა მიმოსვლის მართვა და პერსონალის გადანაწილება
ვიზიტის დაჯავშნის აუცილებლობის ერთ–ერთი მთავარი უპირატესობა პერსონალის ეფექტური მართვაა. გაქვთ ყველანაირი ინფორმაცია მომხმარებლების მიმოსვლის შესახებ, რამდენი მომხმარებელია აქტიურ სივრცეში, რამდენი ელოდება და რამდენი ჯავშანია დღის განმავლობაში.
მონიტორინგი ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ვირტუალური რიგის არსებობისას, რადგან თითქმის შეუძლებელია მომლოდინეთა რაოდენობის და ლოდინის დროის ერთი შეხედვით შეფასება. სწორედ ამიტომ, სისტემაში ინტეგრირებულია საოპერაციო პანელი, რომელიც გაძლევთ რეალურ დროში ანალიზის საშუალება.
უზრუნველყავით ეფექტური კომუნიკაცია მომხმარებელსა და პერსონალს შორის
დადებითი გამოცდილების შექმნა–შენარჩუნებისათვის აუცილებელია მომხმარებელი მუდმივ რეჟიმში იყოს ინფორმირებული არსებული ვიზიტის, ლოდინის დროის, მომლოდინეთა რაოდენობის, სერვისის ხანგრძლივობისა და სხვათა შესახებ. ამისათვის არსებობს გადაწყვეტები რომლებიც ავტომატურ რეჟიმში აკონტროლებენ ზემოხსენებულ პროცესებს.
ასევე აუცილებელია პერსონალის სამუშაო პროცესებსა და მათთვის მსუბუქი სამუშაო გარემოს შექმნა–შემუშავება, რათა შეინარჩუნოთ მომსახურების მაღალი ხარისხი და ეფექტიანობა.
სოციალური დისტანცირება და ამავდროულად მომსახურების გაწევა ზოგიერთ კლინიკაში, სახელმწიფო სამსახურში, ან სხვა ბიზნეს სივრცეში ჯერ კიდევ შეუძლებელია. მობილურ სისტემებზე გადასვლა საგრძნობლად შეამცირებს ვირუსის გავრცელების რისკებს და დაიცავს როგორც თქვენ მომხმარებელს, ასევე თქვენ პერსონალს.