13 / 03 / 20

აირიდე ვირუსის გავრცელების საშიშროება ლოდინის დროის შემცირების ხარჯზე

კორონავირუსის გავრცელების პარარელურად მიმდინარეობს დებატები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი რეგულარული გრიპის სეზონის პეროდში. მიუხედავად ფაქტისა, რომ კორონავირუსით დაავადებულებს დიდი სიფრთხილით და ყურადღებით ვეპყრობით, მაინც ყოველდღიურად ვაწყდებით გაუთვალისწინებელ სიტუაციებს, იქნება ეს უბრალოდ ქალაქში გადაადგილებისას თუ თუნდაც საავადმყოფოში მომსახურების მიღების მოლოდინში წარმოქმნილი.

რიგში დგომა, მითუმეტეს ადამიანებთან რომელთაც აქვთ შესუსტებული იმუნიტეტი, მაღალი რისკის მატარებელი პროცესია. ამასთან ერთად, ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის მატარებლები არიან და არ აქვთ რაიმე სიმპტომი, პოტენციური გამვრცელებლები არიან. აქედან გამომდინარე, კლინიკაში მკურნალობის მისაღებად მოსული ადამიანი, შესაძლოა უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

 

როგორ ვრცელდება აირ-წვეთოვანი გზით გადამდები ვირუსი რიგში ყოფნისას

 

მკვლევართა ჯგუფმა შექმნა აირ–წვეთოვანი გზით გადამდები ვირუსების გავრცელების სატესტო გარემო, რომელშიც დაიტესტა გადაცემის დინამიკა ისეთ ფაქტორებზე დაყრდნობით როგორებიცაა: მომხმარებლის რაოდენობა, ვენტილაციის დონე, ლოდინის დრო და სხვა.

 

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ყველაზე აქტიური ფაქტორი ლოდინის დროის ხანრგძლივობაა, რომლის ზრდასთან ერთად სწრაფად მატულობს გადაცემის სიჩქარე, რაც იწვევს ახალი კერების მყისიერ გამოვლენას. აირ–წვეთოვანი გზით გადამდები ვირუსების და ინფექციების აღმოფხვრის საუკეთესო გადაწყვეტილება კი სწორედ ლოდინის დროის შემცირებას უკავშირდება.

 

როგორ შევამციროთ ლოდინის დრო და ავირიდოთ ვირუსის გავრცელება

 

იმისათვის რათა შემცირდეს ლოდინის დროც და პაციენტების რაოდენობა ერთ სივრცეში, აუცილებელია რამოდენიმე ფაქტორის გათვალისწინება. საჭიროა რიგის, როგორც პროცესის დაჩქარება, რაც არსებული მიმოსვლის ანალიზით და გაუმჯობესებადი კვანძების გამოვლენით არის შესაძლებელი.

 

ამასთან ერთად, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც საგრძნობლად შეამცირებენ გავრცელების რისკს თქვენს კლინიკაში თუ მომსახურების გაწევის სხვა სივრცეში.

 

ვიზიტის დაჯავშნა–ჩაწერა

 

ლოდინის დროის ყველაზე ეფექტური შემცირება სწორედ ვიზიტის დაჯავშნის მეთოდით არის შესაძლებელი, რაც თავის მხრივ აღმოფხვრის ადამიანების ერთ სივრცეში თავშეყრის აუცილებლობას. განეიტრალდება რიგის მიტოვების შედეგად გამოწვეული ლოდინის პრობლემაც, რაც ასევე შეამცირებს ლოდინის დროს. ვიზიტის დაჯავშნის დახმარებით, შეძლებთ როგორც დღის სრული დატვირთულობის წინასწარ განსაზღვრას, ასევე ვირუსის თუ სხვა ინფექციის გავრცელების პრევენციას.

 

ვირტუალური რიგი

 

ვირტუალური რიგი ერთ–ერთი საუკეთესო პრაქტიკაა დღესდღეობით არსებულ სამუშაო პროცესებში, რაც საგრძნობლად ამცირებს ლოდინის დროს, მომხმარებლის უკმაყოფილებას და აუმჯობესებს პროდუქტიულობას. ამასთან ერთად წყვეტს აქტუალურ პრობლემას – თავიდან ავირიდოთ ვირუსის გავრცელების საშიშროება.

 

ვირტუალური რიგის დახმარებით, მომხმარებელი თუ პაციენტი შეძლებს რიგის ნომრის აღებას მობილური ტელეფონის ან კომპიუტერის დახმარებით და აირიდებს რიგში დგომის აუცილებლობას.

 

პიკის საათის მართვა

 

იმისათვის რათა შეძლოთ პიკის საათის მართვა, აუცილებელია რიგის მართვის სისტემა, რომელიც იძლევა როგორც რეალურ დროში მონიტორინგის საშუალებას, ასევე ოპერაციების საჭიროების მიხედვით მოდერნიზება–ადაპტირებას. მოქმედების სხვადასხვა სცენარები წინასწარ არის დაპროგრამებული და ინტეგრირებულია პერსონალის პროფილებთან.

 

 

დატოვეთ ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

Similar news