26 / 02 / 20

რიგის მართვა სამედიცინო დაწესებულებებში

Qmatic-ის რიგის მართვის სისტემა მომხმარებლის ლოდინის დროის ანალიზისა და დამატებითი ფუნქციონალის დახმარებით მოახდენს როგორც პაციენტებისა და პერსონალის, ასევე პროვაიდერების ინფორმირებას რიგის მართვის სისტემისა და სხვა საკითხების შესახებ.

 

ყველა აღმოვჩენილვართ გარემოებაში, სადაც არც თუ ისე სასიამოვნო აზრები გვიჩნდება. „შემდეგი მე ვარ? რამდენი ხანი უნდა ველოდო? რატომ დამასწრო ამ ადამიანმა და სხვა. თუმცა ამ საკითხის მეორე მხარეს კლინიკის პერსონალია, რომელიც ცდილობს როგორც რიგთან და ათეულობით აღელვებულ ადამიანთან გამკლავებას, ასევე ხარისხიანი მომსახურების გაწევას.

 

რაც დრო გადის, მომხმარებლის ინფორმირებულობაც და მოთხოვნებიც უფრო და უფრო მატულობს. ციფრულ ერასთან ერთად გაიზარდა ჰორიზონტი, რაც უკმაყოფილების უფრო ფართო მასშტაბებზე გამოხატვის საშუალებას იძლევა. ეს ყველაფერი კი საგრძნობლად ართულებს მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას.

 

მომხმარებელთა ლოდინის ანალიზი კლინიკებს "ვინ არის შემდეგი?“ დაბრკოლების უმაღლეს ხარისხიანი მომსახურებით გადალახვაში ეხმარება.

 

მენეჯერი და ადმინსტრაცია

 

კლინიკის მენეჯერმა ან ადმინისტრატორმა იცის, რომ სწორი და შეუფერხებელი მომსახურების გაწევისათვის აუცილებელია პიკის საათების წინასწარი განსაზღვრა და პერსონალის შესაბამისი რაოდენობით მომზადება.

 

სისტემა საშუალებას მოგცემთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე განსაზღვროთ მომხმარებლის ნაკადზე ორიენტირებული პერსონალის მობილიზება.

 

რიგის მართვის ისეთი ფუნქციონალი როგორიცაა: ვიზიტის დაჯავშნა, SMS შეტყობინებები, რიგის ნომრები და სხვა, პაციენტის ინფორმირების საფუძველზე აღმოფხვრის ყველაზე აქტიური კითხვის აუცილებლობას - ვინ არის შემდეგი?

 

ეს ყველაფერი პაციენტის ხელთარსებული დროის უკეთ წარმართვის საშუალებას იძლევა, რაც აუმჯობესებს როგორც მომხმარებლის გამოცდილებას, ასევე გაწეული მომსახურების ხარისხს, რადგან ცოცხალი რიგის არარსებობა ამცირებს პერსონალის სტრესს.

 

სისტემა ამარტივებს პაციენტების მომსახურების სხვადასხვა ეტაპზე გადამისამართებას, როგორიცაა კონკრეტული ექიმი თუ ლაბორატორია, ტესტი ან/და სხვა. ეს ყველაფერი ამარტივებს პაციენტის ვიზიტს და ამცირებს პერსონალის შეფერხების შესაძლებლობებს.

 

ექიმები და სამედიცინო პერსონალი

 

სისტემა ეხმარება ექიმებსა და სხვა თანამშრომლებს მომსახურებაზე კონცენტრირებასა და მკურნალობის დაგეგმვაში, რაც ითვალისწინებს როგორც დიაგნოზის დასმას, ასევე სწორი ანალიზებისა და ტესტების დანიშნვას.

 

გამოთავისუფლებული დრო ისევ და ისევ პაციენტებს მოხმარდება, რაც გაზრდის მომსახურებული პაციენტების ყოველდღიურ მაჩვენებელს და აამაღლებს საერთო პროდუქტიულობას. ამასთან ერთად პაციენტები, რომლებიც სწორად გამართული რიგით ხვდებიან ექიმებთან, ნაკლებად შეწუხებულნი და მეტად ორიენტირებულები არიან უშუალოდ დიაგნოზსა და მკურნალობის პროცესზე.

 

მომსახურების გაუმჯობესება და პაციენტების დადებითი გამოცდილება, ზრდის კლინიკაზე მოთხოვნას, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება ბიზნესზე.

Similar news