29 / 04 / 20

Qlik BI სისტემის 10 უპირატესობა

რა სჭირდება ბიზნესს ყოველდღიური გადაწყვეტილებების მისაღებად?


რა თქმა უნდა, სწორი და უტყუარი ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ. ერთიანი სურათის დანახვას ხშირ შემთვევაში სჭირდება გაბნეული მონაცემების თავმოყრა, რაც მათი განსხვავებული ბუნების, წყაროებისა და სხვა მახასიათებლების გამო არც თუ ისე მარტივია. ამასთან ერთად, მონაცემები ყოველწაიერად იცვლება, რაც მენეჯერებს დამატებით თავის სატკივარს უჩენს - როგორ დაინახონ სწორი და სანდო ინფორმაცია რეალურ დროში, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, როგორ აკონტროლონ საკუთარი ბიზნესის „პულსი“.

 

მოძველებული მიდგომა გულისხმობს პერიოდული რეპორტების მომზადებას და მათ შემდგომ ანალიზს, რაც მოითხოვს საკმაო დროით რესურსს და არ ითვალისწინებს შეცდომების თავიდან არიდებას. ეს უკანასკნელი კი ძნელად ექვემდებარება სწრაფ შემოწმებას და გადაწყობას. ანალიტიკოსები ღირებულ საათებს მხოლოდ რეპორტის მომზადებაზე ხარჯავენ, როდესაც ამ დროის უშუალოდ ანალიტიკაზე დახარჯვა მეტად პროდუქტიული გადაწყვეტილებაა. შედეგად ვიღებთ არასრულ სურათს, ინტუიციაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს და ხშირ შემთხვევაში დაგვიანებულ მოქმედებებს.

 

Qlik BI გახლავთ ბიზნეს-ანალიტიკური პლატფორმა, რომელიც ამ ამოცანებთან გამკლავების საუკეთესო საშუალებაა. სისტემა თქვენს ხელთარსებულ ინფორმაციას და მონაცემთა ბაზას ულიმიტო პოტენციალად აქცევს. ეს არის უსაფრთხო და დაცული პლატფორმა, რომელიც ყველა თანამედროვე ბიზნესს მონაცემთა მარტივად დასამუშავებლად და ვიზუალურ სივრცეში ადვილად აღსაქმელად სჭირდება. ამას გარდა, Qlik ბიზნესის ხარჯებისა და რისკებს შემცირების გზით საგრძნობლად ზრდის კომპანიის შემოსავალს.

 

გთავაზობთ სისტემით სარგებლობის 10 უპირატესობას, რომელსაც ყველაზე მკვეთრი გავლენა აქვს ბიზნესზე:

 

  1. ყველა საჭირო მონაცემი ერთ სივრცეში – Qlik BI-ის დახმარებით ერთ სივრცეში გააერთიანებთ სხვადასხვა წყაროში არსებულ მონაცემებს, რაც უზრუნველყოფს სრული სურათის ადვილად დანახვას;
  2. ავტომატურად განახლებადი მონაცემები რეალურ დროში - მონაცემთა წყაროებში ცვლილება ავტომატურად აისახება რეპორტებში, რაც გვაძლევს განახლებულ და აქტუალურ ინფორმაციას და ზოგავს ბევრ დროს;
  3. დიდი მონაცემების დამუშავება - სისტემას არ გააჩნია წარმადობის რაიმე შეზღუდვა და დამატებითი ძალისხმევის გარეშე, ოპერატიულად აანალიზებს ნებისმიერი მოცულობის მონაცემებს;
  4. მყისიერი პასუხი ნებისმიერ კითხვაზე - Qlik BI-ში მონაცემები ასოციაციურად (ყველა ყველასთან) არის დაკავშირებული, რაც ამარტივებს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აღმოჩენას და დეტალულ გაანალიზებას;
  5. მზა პასუხი ყველა დეტალზე დამატებითი დამუშავების გარეშე - სისტემაში ნებისმიერი საჭირო ინფორმაციის მოძიება დამოუკიდებლად (Self-service), სხვების ჩარევის გარეშეა შესაძლებელი;
  6. გადაწყვეტილებების მიღება არა ინტუიციაზე, არამედ მონაცემებზე დაყრდნობით - ადვილად ხელმისაწვდომი, მუდმივად განახლებული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ, გამოავლინოთ ბიზნესის გამოწვევები და შესაძლებლობები, ჩახვიდეთ და გაანალიზოთ მიზეზები, მიიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული ეფექტური გადაწყვეტილებები.
  7. ინდივიდუალური დეშბორდი - Qlik BI-ში შესაძლებელია ინდივიდუალური დეშბორდის შექმნა ნებისმიერი მმართველობითი რგოლისა თუ დეპარტამენტისათვის, როგორებიცაა: C Level მენეჯმენტი, ფინანსები, გაყიდვები, მიწოდების ქსელი, მარკეტინგი, IT თუ ოპერაციებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტი;
  8. უტყუარი მონაცემები - სხვადასხვა წყაროში არსებული მონაცემების ერთიან სისტემაში ინტეგრაცია, გამორიცხავს ადამიანურ შეცდომებს და უზრუნველყოფს მონაცემების ვალიდურობას.
  9. საკმარისია კავშირი ინტერნეტთან - სისტემით სარგებლობა შესაძლებელია ინტერნეტთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელსაწყოდან, რაც უზრუნველყოფს მობილურობას და თანამშრომლების საქმიანობას ნებისმიერი ლოკაციიდან;
  10. დანერგვა მაქსიმუმ ორ თვიან პერიოდში - Qlik BI-ს დანერგვა შესაძლებელია 1-2 თვიან პერიოდში. დანერგვის დრო პირდაპირ კავშირშია ფუნქციონალისა და ანალიტიკის კომპლექსურობასთან;

 

Qlik-ის ინტეგრაცია შესაძლებელია ისეთ ბიზნეს მოდელებში, როგორებიცაა: წარმოება, ჯანდაცვა, კომუნიკაციები, ფინანსური სექტორი(ბანკი), საჯარო სამსახური, ენერგეტიკა, საცალო ვაჭრობა თუ სხვა.

Similar news