07 / 04 / 20

უკონტაქტო რიგი

ჰაერ–წვეთოვანი გზით გადამდები ვირუსების და ინფექციების გავრცელების თავიდან არიდება, დღევანდელი რეალობის ყველაზე აქტუალური საკითხია. შექმნილი ვითარება რადიკალურად ცვლის მომსახურების სფეროსთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

 

კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა ლოდინის დროისა და ერთ სივრცეში თავმოყრილი მომხმარებლების რაოდენობის შემცირება. კომპანიების მთავარი მიზანი ამ ვითარებაში მომხმარებელთან შეუფერხებელი კავშირის შენარჩუნება გახდა. ამის მიღწევა კი ფიზიკური ინტერაქციების ციფრულით ჩანაცვლებით არის შესაძლებელი.

 

უკონტაქტო რიგის გამოწვევები

 

ერთის მხრივ საზოგადოებას სჭირდება ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები და სერვისები, რაც ქმნის გაძლიერებული უსაფრთხოების აუცილებლობას.

  • აუცილებელი გახდა სოციალური დისტანცირება;
  • შეიქმნა სტრესული გარემო;
  • მაღაზიასა თუ მომსახურების სივრცეში მისვლა საზოგადოებაში ქმნის პანიკურ ტალღას.

 

მეორეს მხრივ კომპანიებმა, დაწესებული რეგულაციების დასაცავად აუცილებელია დააკმაყოფილონ გარკვეული კრიტერიუმები.

  • უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესება და მეტი კომფორტის შექმნა;
  • რიგების მართვა დისკომფორტის შექმნისა და მომსახურების გაუარესების გარეშე;
  • მომხმარებლის ხელმისაწვდომობა სრულ პროდუქციასა თუ სერვისებზე;

 

Qmatic-ის ვირტუალური რიგის სისტემა, მობილური რიგის ბილეთით და ვიზიტის დაჯავშნის ფუნქციონალით ამ პრობლემის გადაჭრის ერთ–ერთი საუკეთესო პრაქტიკაა, რომელიც აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. უკონტაქტო რიგის მართვის სისტემის დახმარებით საგრძნობლად მცირდება ლოდინის დრო და ერთ სივრცეში თავმოყრილი ადამიანების რაოდენობა.

 

 

როგორ მუშაობს უკონტაქტო რიგის მართვის სისტემა?

 

უკონტაქტო რიგის მართვის პროცესი

 

 

მომხმარებელს საკუთარი სმარტფონით აქვს წვდომა ვირტუალურ ბილეთზე, რომლის აღებაც არ საჭიროებს რაიმე სახის აპლიკაციის ინსტალაციას – საკმარისია ინტერნეტ ბრაუზერი.

 

ბილეთის აღება შესაძლებელია როგორც QR კოდის დასკანერებით, ასევე მაღაზიისა თუ სერვის ცენტრის პერსონალის დახმარებით.

 

რიგის ბილეთის ბმულს და ინფორმაციას საკუთარი რიგის მოახლოების შესახებ მიიღებთ სმარტფონზე შეტყობინების ან SMS-ის სახით.

 

მომხმარებელი თავის რიგს უცდის სხვებისგან განცალკევებით, მანქანაში ან გარეთ. შედეგად,  დაცულია სოციალური დისტანცია და შემცირებულია დაინფიცირების რისკები.

 

 

უკონტაქტო რიგის ვებ-აპლიკაცია

 

უკონტაქტო რიგის ვებ აპლიკაცია

 

 

როგორც უკვე ვთქვით, რიგის ბილეთის აღების ერთი გზაა ვებ აპლიკაციის გამოყენება.

  1. მომხმარებელი ასკანერებს QR კოდს, ან შეჰყავს ვებ მისამართი ბრაუზერში
  2. ბმულზე გადასვლისას იხსნება მომხმარებლის რიგის ბილეთი და ინფორმაცია რიგის შესახებ
  3. მომხმარებელი იღებს შეტყობინებას მისი ბილეთის გამოძახების შესახებ

 

 

SMS რიგი

 

SMS რიგი

 

თუ მომხმარებელს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, რიგის ნომმის იმღება სმს-სის საშუალებით არის შესაძლებელი.

  1. მომხმარებელი მიდის მაღაზიის თანამშრომლებთან და არეგისტრირებინებს მას თავის ტელეფონის ნომერს
  2. მომხმარებელს მისდის SMS შეტყობინება რიგის ნომრის შესახებ, ვირტუალური ბილეთის ბმულით
  3. SMS სახით მოხმარებელი მიიღებს შეტყობინებას, რომ მისი რიგი მოვიდა

Similar news