უსაფრთხო რიგები სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში
Covid19-ის გავრცელებით შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, არსებობს სერვისები და სამომხმარებლო სივრცეები, რომელთა გაუქმებაც სრულიად დაუშვებელია. ასეთ სივრცეებს განეკუთვნება სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და სხვა. მომხმარებელთა რაოდენობის შეზღუდვისა და სოციალური დისტანცირებისათვის რითეილ კომპანიებს რიგის მართვის სისტემების ინტეგრაციის აუცილებლობა შეექმნათ. რიგის მართვის სისტემის დანერგვით კომპანია დააკმაყოფილებს კანონით დადგენილ რეგულაციებს და თავიდან აირიდებს ვირუსის გავრცელების რისკებს.
პრობლემის იდეალური გადაწყვეტა მომსახურების სივრცის გარეთ ლოდინია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თავიდან ავირიდებთ ფიზიკურ რიგს. ამ უკანასკნელის შედეგი ერთ სივრცეში მყოფი მომხმარებლების დიდი რაოდენობაა, რაც სრულიად უგულებელყოფს ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიმართულ ყოველგვარ ძალისხმევას. ასევე შესაძლო შედეგია ლოდინის დროის ზრდაც, რასაც რიგში ყოფნით მიღებული უარყოფითი გამოცდილება კიდევ უფრო აუარესებს. გთავაზობთ რიგის მართვისა და სოციალური დისტანცირების რამდენიმე გზას, რომელთა დანერგვაც მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და უფრო მეტიც, გააუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას.
სოციალური დისტანცირება მაღაზიებში - ვირტუალური რიგი და მობილური სისტემები
მარტივი რიგის მართვის სისტემა არსებული შემთხვევების უმრავლესობას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უმკლავდება. მისი დანერგვა შესაძლებელია უმოკლეს ვადებში და არ საჭიროებს დამატებით სერვერსა თუ აპარატურას.
ვირტუალური რიგის დახმარებით სრულად აღმოფხვრით სერვის ცენტრში არსებულ კიოსკებთან ხელით შეხების აუცილებლობას. ამასთან ერთად, მომხმარებლებს მიეცემათ სერვის ცენტრის გარეთ, ნებისმიერ სასურველ ადგილზე ლოდინის საშუალება, იქნება ეს საკუთარი ავტომობილი, კაფე თუ სხვა. მომხმარებელს ასევე შეუძლია ვირტუალური რიგის ბილეთის აღება სერვის ცენტრის გარეთ არსებული QR კოდის დასკანერებით, რომელსაც თვალყურს რეალურ დროში ადევნებს. ეს გადაწყვეტა საგრძნობლად ზრდის უსაფრთხოების ხარისხს და ეხმარება მომხმარებელს საკუთარი დროის უკეთ კონტროლში, რაც დადებითად ისახება მიღებულ გამოცდილებაზე. რიგის მოახლოების შესახებ მომხმარებელი იღებს დამატებით შეტყობინებას, რის შემდეგაც მას შეუძლია შევიდეს მაღაზიაში, სერვის ცენტრში თუ სხვა დაწესებულებაში.
დამატებით, თქვენს პერსონალს საშუალება აქვს მობილური მოწყობილობიდან მართოს ვირტუალური რიგი და მომსახურების პროცესი, რაც შენობის გარეთ მომსახურების საშუალებასაც იძლევა. ეს იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის ონლაინ შესყიდვა მოხდა და საჭიროა მხოლოდ ფიზიკური მიწოდება შენობის გარეთ, ან თუნდაც შიგნით, თუკი შიდა სივრცე სოციალური დისტანციის დაცვის საშუალებას იძლევა. მობილური პერსონალი მოემსახურება მათაც, ვისაც სმარტფონი არ აქვს. ასეთი მომხმარებლები SMS-ის საშუალებით შეიტყობენ საკუთარი რიგის მოახლოებას.
უსაფრთხო რიგი წინასწარ განსაზღვრული გატანის დროით
მეტად დახვეწილი გადაწყვეტა ონლაინ შეძენილი პროდუქტების წინასწარ განსაზღვრულ დროს გატანაა. მომხმარებელი იძენს ნებისმიერ პროდუქციას და ირჩევს მისი გატანის სასურველ დროს. სისტემა საუკეთესო გადაწყვეტაა რითეილ ბაზარზე სოციალური დისტანცირების შენარჩუნებისათვის. მისი დახმარებით შეამსუბუქებთ პიკის საათის დატვირთულობას, დააბალანსებთ დღის განრიგს და შეამცირებთ მომხმარებლის ლოდინის დროს.
მითითებული დროის მოახლოებისას მომხმარებელი მიიღებს შეხსენებით სახის SMS შეტყობინებას რომელიც შეიცავს ბმულს. ადგილზე მოსვლისას მომხმარებელი გადადის მითითებულ ბმულზე, რომლითაც ატყობინებს პერსონალს რომ ადგილზე იმყოფება. შეტყობინების მიღების შემდეგ, თანამშრომელი გადასცემს მომხმარებელს შეძენილ პროდუქციას.
არსებობს პროდუქციის გადაცემის ორი მეთოდი. პირველის შემთხვევაში მომხმარებელს უწევს მაღაზიაში შესვლა და პროდუქტის გაცემის დესქიდან აღება, რაც ქმნის მსგავსი სივრცის არსებობის აუცილებლობას. მეორე შემთხვევაში, მომხმარებელი ადგილზე მოსვლის შემდეგ ჩერდება პარკინგზე, გადადის ბმულზე და უთითებს საკუთარი ავტომობილის სარეგისტრაციო ნომერს. პერსონალი იღებს შეტყობინებას, გადის პარკინგ სივრცეში და ათავსებს პროდუქტს ავტომობილში. ერთადერთი რაც მომხმარებელს უწევს, პროდუქტის გატანის დაფიქსირებაა.
ყველა ზემოხსენებული მიდგომა და გადაწყვეტა სრულიად აღმოფხვრის ფიზიკურ რიგში დგომის აუცილებლობას იქნება ეს სუპერმარკეტი, აფთიაქი თუ სხვა.
რიგის მართვის სისტემების დახმარებით თავიდან აირიდებთ ვირუსის გავრცელების რისკებს, დააკმაყოფილებთ სოციალური დისტანცირების რეგულაციებს, გაზრდით კომპანიის ეფექტიანობას და რაც ყველაზე მთავარია გააუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას.