ბიზნეს და საჯარო მონაცემები

ერთ სივრცეში

პირველი ერთიანი ანალიტიკური პლატფორმა საქართველოში

გაიგე მეტი

ბიზნეს ანალიტიკა

საცალო გაყიდვებისთვის

Qlik ბიზნეს ანალიტიკა - საცალო გაყიდვები

როგორ ავყვეთ თანამედროვე ტემპს?

საცალო გაყიდვების ინდუსტრია ყოველდღიურად უფრო დინამიური ხდება. რითეილერების მთავარი ამოცანაც მომხმარებელთან კონტაქტის დამყარების ახალი გზების შერჩევა და გამოცდილების შემდგომი გაუმჯობესებაა.

 

ანალიტიკა გახლავთ ამ ამოცანის გადაჭრის საუკეთესო საშუალება. მისი დახმარებით ბიზნესი ირჩევს საუკეთესო სტრატეგიას, რაც თავის მხრივ კომპანიის მთლიანი გაყიდვების ზრდას ემსახურება.

 

საცალო გაყიდვების ინდუსტრიაში არსებული ყველაზე კომპლექსური ამოცანა მომხმარებლის მოზიდვა-შენარჩუნებაში ჩართული სისტემების სიმრავლესთან გამკლავებაა. ეს პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მარკეტინგული კამპანიის ეფექტურობასა და პროდუქტისა თუ სერვისის რეალიზაციაზე.

შეკრიბეთ სრული ინფორმაცია ერთი Qlik-ით

Qlik ბიზნეს ანალიტიკური სისტემაა , რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული და გამოყენებადი გადაწყვეტაა. მისი დახმარებით შესაძლებელია სხვადასხვა წყაროებში მიმოფანტული მონაცემების ერთ სივრცეში თავმოყრა, სტრუქტურიზება, ვიზუალიზაცია და შემდგომი ანალიზი.

 

Qlik გვეხმარება ბიზნესის დადებითი და უარყოფითი მხარეების დადგენაში,  რაც აუმჯობესებს სტრატეგიის შერჩევა-დაგეგმარებას. ამასთან ერთად, სრულად ამოდერნიზებს პროცესების ჯაჭვს და სწრაფად ადაპტირდება ცვალებად მოთხოვნებზე.

 

სისტემის დახმარებით მარტივად შეაფასებთ თითოეული პროდუქტისა თუ სერვისის ზეგავლენას კომპანიის საბაზრო ღირებულებაზე.

შეუფერხებელი და მარტივი პროცესები

Qlik არის ანალიტიკური ხელსაწყო, რომლის დახმარებითაც შეამცირებთ მონაცემთა შეგროვებასთან დაკავშირებულ შეცდომებს. ეს ყველაფერი ემსახურება ბიზნესს ხედვის გაფართოებასა და გაყიდვების ზრდას.

 

Qlik-ის უპირატესობების მოკლე ჩამონათვალი:

 

  • მონაცემებისა და ინფორმაციის კონსოლიდაცია ერთ სისტემაში;
  • გაყიდვების, მარაგებისა და დაბრუნებების სიღრმისეული ანალიზი;
  • გაყიდვების სხვადასხვა სცენარების განსაზღვრა;
  • მომხმარებლის ქცევის შესწავლა-პროგნოზირება;
  • სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება პერსონალის მიერ;
  • მომგებიანი პროდუქტების კომბინაციების გამოვლენა და შეფასება;
  • ეფექტიანი საბაზრო კალათის ანალიზი;