17 / 08 / 19

ფინანსური მოდული vs ბუღალტრული პროგრამა

ცხოვრების აჩქარებული ტემპიდან გამომდინარე, საქმიანი ადამიანისთვის დრო უდიდეს ღირებულებად იქცა. ამიტომ, ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიურობის სულ უფრო დიდი ნაწილს იკავებს.

 

ისინი გვეხმარებიან გავიმარტივოთ სამუშაო პროცესები, გამოვრიცხოთ ადამიანური შეცდომები, შევქმნათ სწრაფი/მოქნილი სამუშაო გარემო – დავზოგოთ მაქსიმალური დრო და გავხდეთ მეტად წარმატებულები.

 

საქართველოში, სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობა, ფინანსური აღრიცხვისთვის დამოუკიდებელ საბუღალტრო პროგრამებს იყენებს („ორისი“, „ინფო“ და სხვა). თუმცა ქვეყნის რამოდენიმე წამყვანი კლინიკა უკვე გადავიდა Doctra-ს სამედიცინო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია სისტემიზებული ფინანსური მოდული.

 

იმისათვის, რომ ნათლად დაინახოთ რამდენად მნიშვნელოვანია გქონდეს სისტემიზებული პროცესები და არა მხოლოდ ბუღალტრული პროგრამა, განვიხილოთ Doctra-ში ინტეგრირებული ფინანსური მოდული

 

სამედიცინო პროგრამა, ინტეგრირებული ფინანსური მოდულით

 

Doctra-ს ფინანსური მოდული იყოფა მმართველობით და ბუღალტრულ მიმართულებად. მათი ერთობლიობა მოიცავს როგორც ოპერაციულ ისე ფინანსურ ნაწილს: კონტრაგენტებთან ურთიერთობა, სადაზღვეოებთან ანგარიშსწორება, ხელფასები, ქონების აღრიცხვა.

 

ამასთან, ამორტიზაციის დარიცხვა მხოლოდ ღილაკზე  თითის ერთი დაჭერით ხდება შესაძლებელი. ბალანსი, მოგება-ზარალი და ფულადი ნაკადების უწყისი მიიღება ბუღალტრულ და მმართველობით აღრიცხვაზე დაყრდნობით.

გარდა ამისა, ავტომატიზებულია: საშუალო კურსებისა და კურსთა შორის სხვაობების გამოთვლა, თვის დახურვა, კაპიტალის რეზერვები,  დაგროვებითი საპენსიო თანხების გადარიცხვა და სხვა.

 

ამგვარად, Doctra-ს დანერგვით მიიღებთ სრული ფინანსური პროცესების დეტალურად, მარტივად და სწრაფად კონტროლის შესაძლებლობას!

 

ერთიანი სამედიცინო პროგრამის დანერგვის უპირატესობას, Doctra-ს გაცნობისთანავე

 

ერთიან პროგრამაზე გადასვლის უპირატესობას კლინიკები Doctra-ს გაცნობის შემდეგ ნათლად ხედავენ. თუმცა ბუნებრივია, სიახლის დანერგვისა და ხარჯის გაწევის ნაწილს მტკივნეულად აღიქვამენ.

 

დეტალური ანალიზი იმისა, რამხელა დროით თუ ფინანსურ დანაზოგსა და სარგებელს მიიღებს კლინიკა Doctra-ს დანერგვით, ყოველთვის ჩვენთან თანამშრომლობის მოტივაცია ხდება.

 

თვალსაჩინო მაგალითი, თუ რატომ ერთიანი სამედიცინო პროგრამა – Doctra

 

Doctra-ს სამედიცინო პროგრამის დანერგვის შემდგომ, ერთ-ერთმა პარტნიორმა ჰოსპიტალმა, პროგრამით სარგებლობის პირველივე თვეს მხოლოდ ხელფასების ნაწილში 20%-მდე ხარჯი დაზოგა, რაც ავტომატიზებული პროცესის შედეგად ბუღალტრების 2 კვირიანი სამუშო დროის გათავისუფლებისა და ადამიანური შეცდომების მინიმიზაციიდან გამომდინარეობდა.

 

გარდა ამისა, კლინიკის ყველა პროცესი ერთ პროგრამულ უზრუნველყოფაში გაერთიანდა. რაც გულისხმობს:

  • ხარჯების მუდმივი კონტროლის შესაძლებლობას
  • კანონმდებლობასთან სრულად შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციას / ოპერაციებს
  • ადამიანური რესურსის ოპტიმალურ გამოყენებას
  • მარაგების ეფექტური მართვა-კონტროლის საშუალებას

 

თუ გსურთ იყოთ ლიდერი სამედიცინო დაწესებულება თქვენ სფეროში, დროა გადახვიდეთ კლინიკის მართვის სისტემურ პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ფინანსური მოდული!

 

გაუმარტივეთ თანამშრომლებს სამუშაო პროცესი და მიიღეთ სრული ფინანსური კონტროლის შესაძლებლობა. Doctra მზადაა თქვენთან თანამშრომლობისთვის!

მსგავსი სიახლეები