04 / 05 / 20

ვებინარი BI სისტემების შესახებ

რა სჭირდება ბიზნესს ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად?

 

რა თქმა უნდა, სწორი, უტყუარი ინფორმაცია და მათი უწყვეტი ხელმისაწვდომობა. სრული სურათის დანახვა, უმეტეს შემთხვევაში, სხვადასხვა სისტემებში გაფანტული მონაცემების ერთ სისტემაში გაერთიანებას და დაკავშირებას საჭიროებს, რაც მონაცემების განსხვავებული წყაროების, ფორმატის, თუ სხვა მახასიათებლების გამო არც თუ ისე მარტივია.  ასევე, გარემო და მონაცემები დინამიურად ცვალებადია, რაც ბიზნესის „პულსის“ მუდმივი კონტროლის საჭიროებას კრიტიკულად მნიშვნელოვანს ხდის.

 

გიწვევთ ვებინარზე, სადაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი გაგიზიარებთ აღნიშნული ამოცანების გადაწყვეტის საუკეთესო პრაქტიკებს, მსოფლიოში ლიდერი „Qlik ბიზნეს ანალიტიკის“ პლაფორმის გამოყენებით. 

 

ეს იქნება მოგზაურობა მონაცემების ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ ბევრ აქტუალურ საკითხზე და რაც მთავარია, მიღებული პრაქტიკული ცოდნის გამოყენებას  უმალვე შეძლებთ.

 

ვებინარზე შევეხებით შემდეგ საკითხებს:

 

  • ციფრული ტრანსფორმაცია - ტენდენციები;
  • მონაცემებთან მუშაობის ევოლუცია - გზა ცენტრალიზაციიდან დემოკრატიზაციამდე
  • მონაცემების მობილურობა - საქმიანობა ნებისმიერი ლოკაციიდან;
  • Qlik Self Service BI  - ბიზნესის სამსახურში
  • BI სისტემების ფლობის ღირებულება;

 

დამატებითი სარგებელი ვებინარზე დამსწრეთათვის!


უფასო ონლაინ კურსი - Data Literacy-ს შესახებ
(პირველი 10 მსურველისთვის)
უფასო რეპორტის შექმნა Excel-დან Qlik-ზე
(პირველი 5 მსურველისთვის)

  

ვებინარის ჩატარების თარიღი: 14 მაისი, 2020 წელი 14:00-ზე, ხანგრძლივობა 1.5 საათი.

 

მსგავსი სიახლეები