Bihub.ge - უნიკალური ანალიტიკური პლატფორმა საქართველოში
პირველად ქართულ ონლაინ სივრცეში, შეიქმნა ბიზნეს და საჯარო მონაცემების ერთიანი ანალიტიკური პლატფორმა, რომელზეც NGT ჯგუფის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ანალიტიკოსთა გუნდმა იმუშავა.
Bihub.ge არის პირველ ქართული ანალიტიკური პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს უამრავ საინტერესო და ბიზნესისთვის საჭირო ინფორმაციას და რაც ყველაზე მთავარია, საგრძნობლად ამარტივებს ანალიტიკას.
პლატფორმა შექმნილია მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს ანალიტიკური სისტემის Qlik BI-ს ბაზაზე, რომელიც დაფუძნებულია Open Data პრინციპზე და გვთავაზობს მონაცემების გამოყენების უნიკალურ მეთოდს.
პლატფორმის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, გავესაუბრეთ პროექტის ხელმძღვანელს, NGT ჯგუფის ბიზნეს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორს, გელა შონიას.
- პირველ რიგში, რა მიზნით შეიქმნა Bihub.ge?
ყველამ კარგად ვიცით, რომ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, ბიზნესისთვის მნიშნელოვანი მონაცემების უმეტესობა სხვადასხვა ბიზნეს თუ საჯარო დაწესებულებების ვებ პორტალებზე სხვადასხვა ფორმით არის განთავსებული. მსხვილი ფინანსური ინსტიტუტებისაგან განსხვავებით, საშუალო და მცირე ბიზნესს საკმაოდ დიდი ძალისხმევა სჭირდება სასურველი ინფორმაციის, საჭირო ფორმატით მოსაპოვებლად.
მაგალითისთვის, თუ ხართ მეწარმე და გსურთ ბაზრის პოტენციალის შესწავლა ან/და იმპორტიორ ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქციის კატეგორიის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მოგიწევთ შემდეგი: ა. შემოსავალების სამსახურის ვებგვერზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის გადმოტვირთვა; ბ. დიდი მოცულობის მონაცემებში გარკვევა; გ. სასაქონლო (NACE) კოდის შესაბამისობის დადგენა სასურველ კატეგორიასთან მიმართებაში; დ. ყოველთვიური მონაცემების დამუშავება ისტორიული დინამიკის სანახავად და ა.შ.
მონაცემების მოპოვებისას ჩვენი გუნდიც ამავე გამოწვევებს აწყდებოდა. ჩვენ შევძელით სხვადასხვა ტიპის საინტერესო ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა და უზრუნველვყავით მათი ინტერაქტიულობა. ეს ყველაფერი კი მონაცემების მარტივ ხელმისაწვდომობას და გამოყენებადობას ემსახურება.
- რით განსხვავდება Bihub.ge სხვა მსგავსი პლატფორმებისგან?
Bihub.ge გამოირჩევა საკმაოდ მრავალფეროვანი ფუნქციონალით, რომლის უმეტესი ნაწილიც უპრეცედენტოა სხვა მსგავს პლატფორმებთან შედარებით. პორტალი შექმნილია მსოფლიო ლიდერი ანალიტიკური სისტემის, Qlik BI-ის ბაზაზე, რაც დიდი მოცულობის და მრავალფეროვანი მონაცემების ერთ სივრცეში თავმოყრასა და ანალიტიკას გულისხმობს.
სტატიკური რეპორტების ნაცვლად, სასურველი ინფორმაციის მოძიებისთვის შესაძლებელია დინამიური და ინტერაქტიული დეშბორდების გამოყენება, რაც თავის მხრივ, ნებისმიერ კითხვაზე პასუხის სწრაფად, მარტივად და დამოუკიდებლად (self Service) მიღებაში გვეხმარება.
ავტომატურად განახლებადი მონაცემების Live ანალიტიკა კი ინფორმაციის სწრაფ და ოპერატიულ დამუშავებაში გვეხმარება. რაც შეეხება სისტემის ინტერფეისს, ის ძალიან მარტივი და ინტუიტურია, რაც მის მოსახერხებელ ვიზუალიზაციაში გამოიხატება.
- ვინ შეძლებს Bihub.ge-თ სარგებლობას?
Bihub.ge არის Open Data პრინციპზე აგებული ანალიტიკური პლატფორმა, რომლითაც ნებისმიერი რგოლის მენეჯერი, ანალიტიკოსი და უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანი შეძლებს სარგებლობას. სისტემა საკმაოდ ინტუიტიურია და დაფუძნებულია თვითმომსახურების პრინციპზე (Self Service), რაც საგრძნობლად ამარტივებს სასურველი მონაცემების მოძიებას.
- ამ ეტაპზე რა მონაცემებია განთავსებული პლატფორმაზე?
ამ მომენტისათვის, პლატფორმაზე შესაძლებელია იხილოთ რამოდენიმე ინტერაქტიული დეშბორდი. რომლებითაც შესაძლებელია შემდეგი თემების ანალიტიკა: იმპორტ-ექსპორტის ანალიტიკა, სახელმწიფო შესყიდვები და ტენდერები, დაზღვევის ანალიტიკა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, Covid19 მსოფლიოში, საქართველოს ავტოპარკის სტატისტიკა და რაც მთვარია 25000 მეტი ქართული კომპანიების ფიანანსური უწყისები და მაჩვენებლები.
- რა ტიპის ინფორმაციის დამატებას გეგმავთ ახლო მომავალში?
Qlik-ის ანალიტიკოსები ყოველდღიურად მუშაობენ ახალი მიმართულებებით, რომლებიც უახლოეს მომავალში დაემატება Bihub.ge-ზე. ახალი ინფორმაციის დამატების შესახებ კი შეიტყობთ ჩვენი Facebook გვერდის დახმარებით.
აღსანიშნავია, რომ NGT ჯგუფი უკვე 5 წელია Qlik-ის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში. ამ პერიოდის მანძილზე წარმატებით განხორციელდა 30-ზე მეტი პროექტი და გაეშვა 100-ზე მეტი საპილოტე პროგრამა.