20 / 03 / 20

Qmatic Corona Offer

ჰაერ–წვეთოვანი გზით გადამდები ვირუსების და ინფექციების გავრცელების ყველაზე აქტიური მიზეზებად სერვის ცენტრების რიგში მდგომი მომხმარებლების დიდი რაოდენობა და ლოდინის დროის ხანრგძლივობაა, რომლის ზრდასთან ერთად სწრაფად მატულობს გადაცემის რისკი ეს ყველაფერი კი იწვევს ახალი კერების წარმოშობას.

 

რიგის მართვის სისტემა, ვიზიტის დაჯავშნის და ვირტუალური ბილეთის შესაძლებლობასთან ერთად ამ ამოცანების გადაჭრის ერთ–ერთი საუკეთესო პრაქტიკაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად გამოიყენება.

 

სისტემების დახმარებით საგრძნობლად შეამცირებთ როგორიც ლოდინის დროს, ასევე ერთ სივრცეში თავმოყრილი მომხმარებლების რაოდენობას და გადაწყვეტთ აქტუალურ პრობლემას – თავიდან ავირიდოთ კორონავირუსის და სეზონური დაავადებების გავრცელების საშიშროება.

 

მობილური ბილეთი

 

იმისათვის რათა მომხმარებლებმა თავი მაქსიმალურად აარიდონ ადამიანებთან ახლო კონტაქტს, აუცილებელია, შევთავაზოთ ისეთ სერვისი როგორიცაა მობილური ბილეთი. ადგილზე მისვლისას სისტემა გასცემს ბილეთს მობილურ ტელეფონზე, რაც გადაადგილების თავისუფლებასთან ერთად, მეტ კომფორტს მისცემს თქვენ მომხმარებელს.

 

 

 

უპირატესობები

 

  • რიგის ბილეთი მობილურ ტელეფონში – მობილური რიგის აპლიკაციის დახმარებით, მომხმარებელს შეუძლია საკუთარ რიგზე თვალყურის დევნება სერვის ცენტრში ფიზიკურად ყოფნის გარეშე. იგივე პრაქტიკაა დამკვიდრებული როგორც საჯარო სერვისების მიღების, ასევე ჯანდაცვის კუთხით.
  • პიკის საათის კონტროლი – შეძლებთ მომხმარებლის მიმოსვლის კონტროლს და ვიზიტების რაოდენობის დაბალანსებას დღის მანძილზე, რაც პიკის საათებშიც საგრძნობლად შეამცირებს დატვირთულობას.
  • ავტომატური შეტყობინებები – სისტემა გარკვეული პერიოდულობით ავტომატურ რეჟიმში დააგზავნის შეტყობინებებს მომლოდინეებთან რიგის ნომრის და მასთან დაკავშირებული სხვა საჭირო ინფორმაციის შესახებ.

 

ვიზიტის დაჯავშნა

 

ლოდინის დროის შემცირების გამოსავალი ვიზიტის წინასწარი დაჯავშნაა, რომლის დახმარებითაც, თავიდან აირიდებთ რიგში დიდხანს დგომის აუცილებლობას და შესაბამისად მინიმუმამდე დაიყვანთ ვირუსის გავრცელების საშიშროებას. სისტემა უზრუნველყოფს სამუშაო გრაფიკის წინასწარ გაწერას და გეხმარებათ პიკის საათის დატვირთულობის შემსუბუქებაში.

 

უპირატესობები

 

  • შემცირებული ლოდინის დრო – ლოდინის დროის ყველაზე ეფექტური შემცირება სწორედ ვიზიტის დაჯავშნის მეთოდით არის შესაძლებელი, რაც თავის მხრივ აღმოფხვრის ადამიანების ერთ სივრცეში თავშეყრის აუცილებლობას.
  • შემცირებული რიგის მიტოვებები – თითქმის სრულად ნეიტრალდება რიგის მიტოვების შედეგად გამოწვეული ლოდინის პრობლემაც, რაც ასევე ამცირებს ლოდინის დროს და ამაღლებს მომსახურე პერსონალის ეფექტიანობას.
  • პერსონალის მართვა – ვიზიტის დაჯავშნის დახმარებით, შეძლებთ დღის სრული დატვირთულობის წინასწარ განსაზღვრას, რაც დაგეხმარებათ პერსონალის სწორ მენეჯმენტსა და მომხმარებლის რაოდენობის პროგნოზირებაში.

 

რიგის მართვის სისტემა

 

რიგის მართვის დახმარებით შესაძლებელია მომხმარებლის სერვის ცენტრში შემოსვლისთანავე იდენტიფიცირება, იდენტიფიკატორის მინიჭება და სასურველ სერვის პროვაიდერთან გადამისამართება. ამასთან ერთად, მომხმარებელი რიგის დაკარგვის გარეშე ნებისმიერ სასურველ სივრცეში დაელოდება სერვისის მიღებას და მაქსიმალურად შეამცირებს დაინფიცირების რისკებს.

 

უპირატესობები

 

  • გაყიდვების დამატებითი შესაძლებლობა – იმ შემთხვევაში, თუ საცალო გაყიდვების სივრცეში მომხმარებელს აქვს რიგის ნომერი, მას შეუძლია მოდუნდეს და თავისუფლად დაათვალიეროს გარემო, რაც ქმნის upsell და cross-sale შესაძლებლობებს.
  • ლოდინის შემცირებული დრო და ინფორმირებული მომხმარებელი – ბიზნესი და ორგანიზაციები, რომლებიც სარგებლობენ რიგის მართვის სისტემებით, ამცირებენ ლოდინის დროს და აძლიერებენ კომუნიკაციას ლოდინის პროცესში მყოფ მომხმარებლებთან. ისეთი ინფორმაციის დროული მიწოდებით, როგორიცაა ინფორმაცია რიგის ნომრის შესახებ თუ სხვა, მომხმარებელი მეტად მომზადებული იქნება სერვისის მისაღებად.
  • შეაგროვე მნიშვნელოვანი ინფორმაცია – რიგის მართვის სისტემის დახმარებით შეაგროვებთ მნიშვნელოვან მონაცემებს, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას და სერვისის ეფექტურობას. ლოდინის დროების პროგნოზირებით კი მარტივად განსაზღვრავთ პერსონალის აუცილებელ რაოდენობებს დროის კონკრეტულ მონაკვეთში.

 

 

სპეციალური შეთავაზება - რიგის მართვის სისტემა უფასოდ!


კორონავირუსის - COVID19 გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გთავაზობთ რიგის მართვის სრულ ფუნქციონალს 2020 წლის 1 სექტემბრამდე სრულიად უფასოდ!

სისტემა საშუალებას მოგცემთ დაჯავშნოთ ვიზიტი, დისტანციურად გასცეთ ელექტრონული რიგის ბილეთი და მუდმივ რეჟიმში აკონტროლოთ მომხმარებელთა ნაკადები.

დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ 230 60 10

მოგვწერე ჩათში, ან ჩვენ დაგირეკავთ

Similar news