უსაფრთხო რიგის მართვის სისტემა "მედულაში"
„კონსილიუმი მედულა“ პირველი კლინიკაა, რომელმაც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უსაფრთხო რიგის მართვის სისტემის ინტეგრაცია განახორციელა.
Qmatic-ის ფუნქციონალი კლინიკაში ლოდინის დროის შემცირებას და რაც მთავარია, ადამიანების ერთ სივრცეში თავშეყრის თავიდან არიდებას შეუწყობს ხელს.
მობილური რიგის ბილეთი, ვირტუალური რიგის სისტემა და ვიზიტის დაჯავშნის ფუნქციონალი - ყველაფერი ეს "კონსილიუმ მედულამ" სპეციალური შეთავაზების ფარგლებში სრულიად უფასოდ მიიღო.