ვიზიტის დაჯავშნის სისტემა იუსტიციის სახლებში
დღეიდან მუშაობა განაახლეს იუსტიციის სახლებმა და საზოგადოებრივმა ცენტრებმა. მომსახურების მიღება მხოლოდ წინასწარი ჯავშნით არის შესაძლებელი, რასაც მთლიანად Qmatic-ის სისტემა უზრუნველყოფს.
Qmatic-ის უკონტაქტო რიგის სისტემის დახმარებით შესაძლებელი გახდა ფიზიკური რიგის თავიდან არიდება. მოქალაქეებს შეეძლებათ მომსახურებაზე ჩაწერა, პორტალზე my.gov.ge.
სისტემა გაშვებულია ყველა იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრსა და ტერიტორიულ სამსახურში, ჯამში 100-მდე ლოკაციაზე და 500-ზე მეტი მომსახურების არხისთვის.
მომსახურების მისაღებად, მომხმარებელი საიტზე my.gov.ge ირჩევს სასურველ ფილიალს, მომსახურებას, თარიღს, დროს და ჯავშნის ვიზიტს. ამ ყველაფრის შემდეგ, მომხმარებელი იღებს დასტურს SMS შეტყობინების სახით, რომელიც უნდა წარადგინოს ფილიალში მისვლისას. მიღებული ბილეთი აქტიურია კონკრეტულ დროსა და კონკრეტულ ფილიალში.
მომხმარებელი ფილიალში გამოცხადებისას იღებს სასურველ სერვისს ფიზიკურ რიგის გარეშე, რაც უზრუნველყოფს სოციალურ დისტანცირებას. ასევე აღსანიშნავია, რომ დასაჯავშნი რესურსები კონკრეტულ სერვისზეა მიბმული. რაც ნიშნავს, რომ სისტემა უზრუნველყოფს შესაბამის მომსახურების არხს ყოველი დაჯავშნილი სერვისისთვის.