15 / 08 / 19

Doctra ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრის პარტნიორი გახდა

Doctra-ს კინიკის მართვის პროგრამასა და დავით ტატიშვილის ახალ, სამკურნალო-დიაგნოსტიკურ და სარეაბილიტაციო კომპლექსს შორის პარტნიორობას მოეწერა ხელი.

 

კლინიკა მიმდინარე წლის ივნისში გაიხსნება და ის ერთ სივრცეში, ამბოლატორიული მომსახურების სრულ სპექტრს შესთავაზებს მომხმარებელს, მედიცინის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით.

 

როგორც კლინიკის ხელმძღვანელები აცხადებენ, 21 საუკუნეში თანამედროვე მართვის სისტემების გარეშე წარმატების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია, სწორედ ამიტომ ჩაატარეს კვლევა და არჩევანი დოქტრას სამედიცინო სისტემაზე შეაჩერეს.

 

მათთვის ნათელი იყო, რომ განვითარებაზე ორიენტირებულმა  გუნდმა  სწორად დაინახა სამედიცინო დაწესებულებების მართვის პროცესში არსებული გამოწვევები.

 

კლინიკის მართვის სისტემების მთავარი პრობლემა სამედიცინო და ფინანსური პროცესების სინთეზის ნაკლებობაა.

 

კლინიკის მენეჯმენტმა დოქტრაში სწორედ აღნიშნული მიმართულებების ერთიანობა და კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობა დაინახა.

 

ამ პროგრამის არჩევისას დამატებითი მოტივაცია იყო დოქტრას მიერ შეთავაზებული შესაძლებლობა, აკონტროლონ კლინიკის როგორც მომსახურების ხარისხი, ისე ფინანსური მხარე და მოახდინონ პროცესების ოპტიმიზაცია, რაც ამცირებს შეცდომებისა და ხარვეზების არსებობის რისკებს.

 

Doctra-ს კლინიკის მართვის სისტემის დანერგვით, ჰოსპიტალი შეძლებს პაციენტთა დროის დაზოგვასა და მათთვის ეფექტური მომსახურების გაწევას.

 

ამასთან, თანამშრომელთათვის სამუშაო პროცესის გამარტივებასა და  კომფორტული გარემოს შექმნას. ხოლო, კლინიკის ხელმძღვანელობა მოახდენს პრობლემების დროულ იდენტიფიცირებას, მათ აღმოფხვრას, ხარისხისა და ფინანსური რესურსის კონტროლს.

 

შეგახსენებთ, რომ დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი სარეაბილიტაციო მიმართულებით საქართველოში  XXI საუკუნის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ერთადერთი სრულად ინტეგრირებული კლინიკა იქნება.

 

პაციენტების ჯანმრთელობაზე იზრუნებენ უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ გადამზადებული ექიმებისა და ფიზიოთერაპევტების გუნდი.

 

აღსანიშნავია, რომ კლინიკა აშენებულია ქართული ინვესტიციით და  ის 200-მდე ადამიანს დაასაქმებს.

მსგავსი სიახლეები