კლინიკა მედულაში უსაფრთხო რიგის მართვის სისტემა დაინერგა
„კონსილიუმი მედულა“ პირველი კლინიკაა, რომელმაც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უსაფრთხო რიგის მართვის სისტემის ინტეგრაცია განახორციელა. Qmatic-ის ფუნქციონალი კლინიკაში ლოდინის დროის შემცირებას და რაც მთავარია, ადამიანების ერთ სივრცეში თავშეყრის თავიდან არიდებას შეიწყობს ხელს. მობილური რიგის ბილეთი, ვირტუალური რიგის სისტემა და ვიზიტის დაჯავშნის ფუნქციონალი - ყველაფერი ეს მედულას კლინიკამ სპეციალური შეთავაზების ფარგლებში სრულიად უფასოდ მიიღო.
„ვირტუალური რიგის მართვის სისტემის დანერგვა როგორც კორონავირუსის გავრცელების პრევენციამ ასევე მომხმარებლის დადებით გამოცდილებაზე ზრუნვამ განაპირობა. ჩვენ ვცდილობთ მომხმარბელს უსაფრთო მომსახურება შევთავაზოთ დამატებითი დისკომფორტის შექმნის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ სისტემა ჩვენს კლინიკაში სულ ახლახანს დაინერგა, ძალიან მოგვწონს მისი ფუნქციონალი და მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ. ამასთან ერთად, მინდა აღვნიშნო NGT ჯგუფის გუნდი, რომელიც განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობა ჩვენს ნებისმიერ თხოვნას თუ მოსაზრებას,“ – აცხადებს ანა ბოლქვაძე, კონსილიუმ მედულას ხარისხის უზრუნველყოფის დირექტორი.
რიგში დგომა კლინიკაში (მომსახურების ადგილზე) ფიზიკურად ყოფნის გარეშე - ეს არის მობილური ბილეთის ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა, რაც ხელს უწყობს სოციალური დისტანციის რეგულირებას და გამორიცხავს ადამიანებთან უშუალო კონტაქტის აუცილებლობას. სისტემის დახმარებით მომხმარებელი ავტომატურ რეჟიმში მიიღებს შეტყობინებებს რიგის ნომრის და რიგთან დაკავშირებული სხვა საჭირო ინფორმაციის შესახებ. ეს ყველაფერი გადაადგილების თავისუფლებასთან ერთად, მეტად კომფორტულს ხდის მომსახურების პროცესს.
აღსანიშნავია, რომ კლინიკაში ასევე დაინერგა Qmatic-ის ვიზიტის დაჯანვშნის სისტემა, რომელიც არ საჭიროებს რიგის ბილეთის აღება–ქონას. დაჯავშნის სისტემის დახმარებით, შესაძლებელია როგორც დღის სრული დატვირთულობის წინასწარ განსაზღვრა, ასევე ვირუსის თუ სხვა ინფექციის გავრცელების რისკების მინიმიზაცია.
„კონსილიუმ მედულა“ საქართველოს ერთ–ერთი წამყვანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც დაფუძნებულია კონსილიუმის პრინციპზე. კლინიკის ონკოლოგიური, თერაპიული, გინეკოლოგიური, დიაგნოსტიკური დეპარტამენტები 2002 წლიდან ემსახურება პაციენტებს.
შეგახსენებთ, რომ COVID19 გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, Qmatic-ის რიგის მართვის სრული ფუნქციონალი 2020 წლის 1 სექტემბრამდე სრულიად უფასოდ შეგიძლიათ მიიღოთ!
სისტემა საშუალებას მოგცემთ დაჯავშნოთ ვიზიტი, დისტანციურად გასცეთ ელექტრონული რიგის ბილეთი და მუდმივ რეჟიმში აკონტროლოთ მომხმარებელთა ნაკადები.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ 230 60 10