16 / 03 / 20

თერმოსკრინინგის სისტემის მონტაჟი საქართველოს აეროპორტებში

კორონავირუსის - COVID19 გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ჩვენმა გუნდმა თერმოსკრინინგის სისტემის მონტაჟი განახორციელა.

 

სისტემა სკრინინგის პროცესში იყენებს თერმულ კამერებსა და ტემპერატურულ ეტალონებს.

 

მაღალი ტემპერატურის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია მომენტალურად აისახება სპეციალურ მონიტორზე, ხოლო ოპერატორი ატყობინებს შესაბამის სამსახურს შემდგომი რეაგირებისთვის.

 

სისტემის ძრითადი კომპონენტი - თერმული კამერა წარმოადგენს გერმანული კომპანია „MOBOTIX AG”-სა და ამერიკული კომპანია FLIR-ის ერთობლივ პროდუქტს, გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით და ტემპერატურულ ეტალონთან კომპლექტში უზრუნველყოფს დადგენილ ზღვარზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირებას მაქსიმალური სიზუსტით. 

Similar news