08 / 04 / 20

უკონტაქტო რიგის სისტემა ნოტარიუსთა პალატაში

Qmatic-ის უკონტაქტო რიგის სისტემის დახმარებით დღეიდან მოქალაქეებს სანოტარო მომსახურების მიღება თბილისის მასშტაბით 3 ლოკაციაზე შეეძლებათ.

 

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ადგილზე მისვლისას აიღოს უკონტაქტო, ელექტრონული რიგის ბილეთი.

 

უკონტაქტო რიგის ბილეთის აღება შესაძლებელია მომსახურე პერსონალის დახმარებით. ადგილზე მისვლისას ოპერატორი არეგისტრირებს მომხმარებლის ტელეფონის ნომერს, სახელსა და გვარს. დარეგისტრირების შემდეგ რიგის ბილეთის ბმული იგზავნება SMS შეტყობინების სახით.

 

სისტემა საშუალებას აძლევს მომხმარებელს, დაელოდოს რიგს სხვებისგან განცალკევებით, მანქანაში ან გარეთ. შედეგად, დაცულია სოციალური დისტანცია და შემცირებულია დაინფიცირების რისკები.

 

რიგის ნომრის გამოძახებას, მომხმარებელი SMS-ის სახით შეიტყობს.

მსგავსი სიახლეები