ბიომეტრიული ხელმოწერა
ხელმოწერა ისევ ქაღალდზე?
ხელმოწერა წერილობით კომუნიკაციაში საუკუნეების განმავლობაში თამაშობდა უმნიშვნელოვანეს როლს. ადამიანი პერსონალიზებულ ხელმოწერას საკუთრების აღსანიშნად იყენებდა. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების წამოჭრასთან ერთად, საჭირო გახდა ვინაობის დამტკიცების მეთოდების გამკაცრება.
ტექნოლოგიების განვითარებასთან და ხელწერის მეთოდების დახელოვნებასთან ერთად, საკმაოდ გამარტივდა ხელმოწერის გაყალბება. მიუხედავად იმისა, რომ ხელმოწერები აქტუალური იყო უხსოვარი დროიდან, საჭირო გახდა მათი გაუმჯობესება. ამას გარდა, ფიზიკური დოკუმენტის პრინციპიც ამარტივებდა ამ საქმიანობას. ფურცლების დასტა ერთი ადამიანისაგან მეორესთან, ხოლო ერთი მაგიდიდან მეორეზე აქტიურ მიმოცვლაშია, შესაბამისად საკმაოზე მეტი საშუალება, დრო და მომენტია ყალბი ხელმოწერის შესასრულებლად.
ბიომეტრიული ხელმოწერა უნიკალურია და განუმეორებელი
Wacom-ის ხელმოწერის დაფები აფიქსირებს ხელმოწერის პროცესში არსებულ უნიკალურ ბიოიმეტრიულ დეტალებს. ხელმოწერის პროცესში დგინდება და აღიბეჭდება პიროვნების ინდივიდუალური ფიზიკური მონაცემები, როგორებიცაა სისწრაფე, აჩქარება, მტევანის მოძრაობა, ძალა, რომელსაც ატანს ხელმოწერას, კალმის მოძრაობის მიმართულებების ცვლილებას და მათ ტემპს.
ხელმოწერის ბიომეტრიული ვერიფიკაციის იმიტირება შეუძლებელია, მიუხედავად იმისა შეძლებს თუ არა ვინმე ხელმოწერის იდენტურად გამოსახვას. თითქმის შეუძლებელი და რარეალურია ფიზიკური მონაცემების ამ სიზუსტით გამეორება დროის იმ მიკრო მონაკვეთში, როდესაც უშუალოდ ხორციელდება ხელმოწერა.
ხელმოწერილია ციფრულად
ბიომეტრიული ხელმოწერის ვერიფიკაციის პროცესი არ იმართება ხელმოწერის ვიზუალური მხარის გაანალიზებით. ვერიფიკაცია პიროვნების ინდივიდუალური ფიზიკური მონაცემების გაანალიზების საშუალებით ხდება.
ბიომეტრიული ხელმოწერა უკავშირდება მხოლოდ ერთ ადამიანს და გამოიყენება იურიდიულად სავალდებულო ხელმოწერის შესასრულებლად. ამ ხელმოწერის საშუალებით შესაძლებელია მხოლოდ მასთან დაკავშირებული პიროვნების ვერიფიცირება.
ბიომეტრიული ხელმოწერის დამატებითი სარგებელი:
- თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკა
- ლოდინის დროის შემცირება და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება;
- მოწესრიგებული დოკუმენტაცია;
- ხელმოწერის პროცესის გამარტივება;
- გაუმჯობესებული უსაფრთხოება
- ვერიფიკაციის პროცესისას შესაძლო თაღლითობის აღმოფხვრა;
- გარანტირებული საექსპერტო შეფასება;
- საშუალება, მარტივად აკონტროლოთ, თუ ვის ხელში გაიარა დოკუმენტაციამ;
- ქაღალდი რჩება წარსულში
- ფიზიკური დოკუმენტაციის ხელმოწერის და სკანირების აუცილებლობის აღმოფხვრა;
- ფულის დაზოგვა და გაუმჯობესებული ორგანიზება;
- ფიზიკური საცავის აუცილებლობის აღმოფხვრა.
თუ გსურს, რომ დაზოგო ფული, დრო და, ამავდროულად, გააუმჯობესო შენი ბიზნესის უსაფრხოება და მომხმარებლის კმაყოფილება, მაშინ Wacom-ის ბიომეტრიული ხელმოწერა საუკეთესო გამოსავალია.