რატომ სჭირდება შენს ბიზნესს დისტანციური რეპორტინგი?
ჩვენ დაგიკავშრდებით და თქვენთან ერთად განვიხილავთ რეპორტინგის შესაძლებლობებს
დისტანციური რეპორტინგი
რატომ უნდა დავივიწყოთ ტრადიციული რეპორტინგი?
ციფრულ ეპოქაში, თითქმის ვერ ნახავთ კომპანიას, რომელსაც არ გააჩნია დიდი რაოდენობით მონაცემები საკუთარი ბიზნესის შესახებ. ეს მონაცემები სერვერებზე, ქლაუდში თუ სხვადასხვა ლოკაციაზეა გაბნეული. ამ მონაცემთა სწორი ანალიზი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეფექტური ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად.
ტრადიციულად, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში არსებული რეპორტინგის გუნდი ერთი, მაქსიმუმ ორი ადამიანისგან შედგება, რომელთა ძირითადი მოვალეობაც მენეჯმენტისთვის კონკრეტული რეპორტების მომზადებაა.
ხშირ შემთხვევაში, ასეთი სპეციალისტი კომპანიაში საერთოდ არ არსებობს და ამ მოვალეობას სხვა სპეციალობის თანამშრომლები იღებენ საკუთარ თავზე.
რეპორტები სხვადასხვა წყაროს შეჯერებით და ინფორმაციის კონსოლიდირებით იქმნება. მონაცემების შეგროვების ასეთი მოდელი მოითხოვს დიდ დროს, ცოდნასა და გამოცდილებას.
ტოპ მენეჯმენტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი, სანდო და რაც მთავარია დროული რეპორტი, რაც ტრადიციული მიდგომით საკმაოდ გართულებულია.
რეპორტინგი დისტანციურად
ბევრ კომპანიას არ აქვს იმის ფუფუნება, ჰყავდეს კვალიფიციურ ანალიტიკოსთა გუნდი, რომელიც ნებისმიერი სირთულის მონაცემს მარტივად დაამუშავებს. ასეთ შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალი დისტანციური რეპორტინგის სერვისია.
წარმოიდგინეთ, რომ დაიქირავეთ რეპორტინგის სპეციალისტი, რომელსაც მონაცემებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მას შეუძლია ნებისმიერი სისტემიდან თქვენთვის სასურველი მონაცემების ამოღება, შეგროვება, დახარისხება და სასურველი ფორმით რეპორტებში ასახვა. მისთვის არ არსებობს რთული დავალება, რადგან მას ემსახურება პროგრამისტთა გუნდი, რომელიც ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში ეხმარება.
თქვენ კი ამ ყველაფერში ფიქსირებულ თანხას იხდით ყოველთვიურად, იმდენს, რამდენსაც მსგავსი კვალიფიკაციის თანამშრომელს გადაუხდიდით.
დისტანციური VS ტრადიციული
დისტანციური რეპორტინგის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენს განკარგულებაში იქნება:
- კომპეტენტური გუნდი - თქვენს განკარგულებაში იქნება კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი;
- IT პერსონალი - თქვენს მომსახურე სპეციალისტს ეყოლება პროგრამისტთა გუნდი, რომელიც იქნება ნებისმიერი პრობლემის უმოკლეს დროში გადაჭრის გარანტი;
- დაზოგილი დრო - ნებისმიერი სირთულის დავალება შესრულდება უმოკლეს ვადაში;
- მსოფლიო ლიდერი ანალიტიკური პლატფორმა Qlik-ის სერვისი - ყველა წყარო გაერთიანდება Qlik-ში, ყველა რეპორტი იქნება დინამიური და რეალურ დროში განახლებადი;
- ანალიტიკა რეალურ დროში - მონაცემები დამუშავდება უმოკლეს დროში;
- მონაცემებთან შეუზღუდავი წვდომა - სპეციალურად თქვენთვის საინტერესო მონაცემებით შექმნილ დეშბორდზე წვდომა შესაძლებელი იქნება ნებისმიერი მოწყობილობიდან;
- ფიქსირებული გადასახადი - ყოველთვიურად გადასახდელი იქნება ფიქსირებული თანხა, რომელიც არ აღემატება კვალიფიციური თანამშრომლის ხელფასს.
ბლოგი
პრემიუმ რეპორტინგი - უფასოდ!
დისტანციური რეპორტინგის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენი მონაცემები დამუშავდება Qlik BI რეპორტინგისა და ანალიტიკის პრემიუმ სისტემის მეშვეობით, რაც მონაცემებთან მუშაობის სრულიად ახალ გამოცდილებას შეგიქმნით!
ეს არის ახალი თაობის ბიზნეს-ანალიტიკის (BI) პლატფორმა, რომელიც თქვენს მონაცემებს ულიმიტო პოტენციალად აქცევს. დინამიური რეპორტები; ინტერაქტიული დეშბორდები; ყველა მონაცემი ხელის გულზე; წვდომა ნებისმიერი მოწყობილობიდან; Live ანალიტიკა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ სიკეთეებისა, რომელსაც Qlik გთავაზობთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ - ბმულს.