ბიზნეს ანალიტიკა(BI)
-
29 / 04 / 20
-
Online
-
10:00
მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები
რა სჭირდება ბიზნესს ყოველდღიური გადაწყვეტილებების მისაღებად?
რა თქმა უნდა, სწორი და უტყუარი ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ. ერთიანი სურათის დანახვას ხშირ შემთვევაში სჭირდება გაბნეული მონაცემების თავმოყრა, რაც მათი განსხვავებული ბუნების, წყაროებისა და სხვა მახასიათებლების გამო არც თუ ისე მარტივია. ამასთან ერთად, მონაცემები ყოველწამიერად იცვლება, რაც ბიზნესის „პულსის“ მუდმივი კონტროლის საჭიროებას წარმოშობს.
გიწვევთ ვებინარზე, სადაც გიჩვენებთ ამ ამოცანების გადაწყვეტის საუკეთესო გზებს „Qlik ბიზნეს ანალიტიკის“ მაგალითზე. საუბარი შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:
- სხვადასხვა წყაროში არსებულ მონაცემების ერთიან სისტემაში ინტეგრაცია;
- მონაცემთა წყაროებში ცვლილების ავტომატური ასახვა რეპორტებში;
- ნებისმიერი მოცულობის მონაცემების ოპერატიული ანალიზი;
- მონაცემების ასოციაციური შეკავშირება (ყველა ყველასთან);
- ინდივიდუალური დეშბორდის შექმნა ნებისმიერი დეპარტამენტისათვის და სხვა.
speakers
Sergey Polekhin
Solutions Architect Team Lead
გელა შონია
ბიზნესის განვითარების დირექტორი, ბიზნეს ანალიტიკის სისტემები