თავიდან

აირიდეთ ინციდენტები

აიტი სერვის ინთელიჯენსი

საიდან დაიწყო პრობლემები

ITSI-ს დახმარებით, კომპანიებს საშუალება ეძლევათ წინასწარ გამოავლინონ სერვისების გაუარესების ნიშნები და სწრაფად იმოქმედონ პრობლემების თავიდან ასარიდებლად, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს მონიტორინგის ჯგუფის მუშაობის ხარისხს. ამ ყველაფრის დახმარებით, მარტივდება დიდი რაოდენობის სტრუქტურირებული თუ არასტრუქტურირებული ინფორმაციის რეალურ დროში გადამუშავება. AIOps-ის ზუსტი მოქმედებით კი ყველა სისტემური დარღვევა უმოკლეს დროში ფიქსირდება, რაც ამარტივებს მიზეზის დადგენას, შეფასებას და უსწრაფესად აღმოფხვრას. მაგრამ მიუხედავად ამ დადებითი მხარეებისა უმეტეს ITSI პროვაიდერ კომპანიას აქვს პრობლემური მხარეები, როგორებიცაა:

  • დინამიური სერვისების ოპტიმიზაციის არ არსებობა;
  • რთული ადაპტაციის პროცესი ახალ ინფორმაციულ წყაროებთან;
  • ზედმეტად მკაცრი ჩარჩოები და ფილტრები, რომლებიც ზღუდავენ პროცესების ნორმალიზებას;
  • ძვირი და კომპლექსური დანერგვის პროცესი;
  • უაზროდ ბევრი სამართავი პროგრამა, რაც ართულებს პროცესების მენეჯმენტს.

დიაგნოსტიკა რეალურ დროში

Splunk ITSI-ს დახმარებით, შესაძლებელია არასასურველი სიტუაციების და პრობლემების თავიდან არიდება. პროგრამა რეალურ დროში აანალიზებს ინფორმაციას და აფიქსირებს მომავალი პრობლემის მაჩვენებელ ნიშნებს, რაც იძლევა მისი დასაწყისშივე აღმოფხვრის საშუალებას. მისი დახმარებით თავიდან აირიდებთ არასასურველ სისტემურ დარღვევებს და გააუმჯობესებთ ოპერაციების ხარისხს. პლატფორმა იყენებს ციფრული მონაცემების ანალიტიკურ სისტემას, რაც იძიებს უზუსტეს ინფორმაციას პროგრამის, სერვისის, აპლიკაციის, თუ სხვა ინფრასტრუქტურის არასათანადო მუშაობის შესახებ. ცენტრალიზებული საინფორმაციო სისტემა ინტეგრირებული AIOps-ის დახმარებით (ხელოვნური ინტელექტით მართული ოპერაციული სისტემა) გეხმარება როგორც ინციდენტის თავიდან არიდებაში, ასევე შემოსავლების გაზრდაში.

უსაფრთხოება უპირველესია

Splunk ITSI-ს პროგრამულ უზრუნველყოფას აქვს კიდევ რამოდენიმე დადებითი მხარე, როგორებიცაა:

  • ინფორმაციის სრული ასახვა - ინფორმაციის ცენტრალიზება მთელი სისტემის მასშტაბით;
  • პრობლემის მოკლე დროში გადაჭრა - სიტუაციის სრული აღქმადობა მათი ძირეული ანალიზის საფუძველზე;
  • IT უსაფრთხოების ეფექტურობა - მოახლოებული საფრთხეების რეალურ დროში გაანალიზება და თავიდან არიდება;
  • მოქნილი და მორგებული ვიზუალიზაცია - მარტივი და ეფექტური სამართავი მექანიზმები;