არასასურველი შეღწევისაგან ეფექტური

დაცვა და კონტროლი

პერიმეტრის უსაფრთხოება

მხოლოდ ფიზიკური ბარიერი?

ინდუსტრიულ თუ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიებზე განხორციელებული უკანონო შეღწევების მზარდმა რაოდენობამ, საკმაოდ გაამძაფრა ყურადღება უსაფრთხოების ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებაზე. დღესდღეობით ბარიერის ფიზიკურად გადალახვა უკანა პლანზე იწევს, რადგან მეტად მნიშვნელოვანი საკითხი უსაფრთხოების სისტემების ციფრულ სივრცეში დაცვა და მათი გაუმართაობის თავიდან აცილებაა. რეალობა კი ისაა, რომ უსაფრთხოების სფეროში არსებულ კომპანიების უმეტესობას არ გააჩნია საიმედო პლატფორმა, რომელიც არასასურველი შეღწევისაგან ეფექტურად დაიცავს როგორც საწარმო შენობებს და საჯარო ინსტიტუციებს, ასევე კერძო საკუთრებებს.

შეღწევის მცდელობის სრული მარცხი

იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების სისტემების ფიზიკური ელემენტები შეუიარაღებელი თვალისთვის შეუმჩნეველია და თანაც ამით მათი დადებითი თვისებები არ ზარალდება, იმის შანსი, რომ დაგემილი დავდასხმა წარმატებით ჩაივლის საგრძნობლად მცირდება. ჩვენ განკარგულებაშია 3 განსხვავებული, მაგრამ თავსებადი უსაფრთხოების პლატფორმა:

  1. Peridect პერიმეტრის დაცვის სისტემა - Hidden;
    მაქსიმუმ 2.5 - 3 მეტრის ცდომილებით აფიქსირებს ვიბრაციებს, რომლებიც გამოწვეულია ბარიერის ფიზიკურად გადალახვის მცდელობებით(ასვლა, გაჭრა, აწევა).
  2. Peridect პერიმეტრის დაცვის სისტემა - Antivandal;
    ეფექტურად აფიქსირებს ბარიერის ვიბრაციებს და ატარებს პრევენციულ ზომებს. ამ სისტემის დახმარებით შესაძლებელია იმაზე დიდი მასშტაბების პრობლემათა არიდება, ვიდრე ტერიტორიის უკანონო გადაკვეთის მცდელობაა.
  3. Peridect პერიმეტრის დაცვის სისტემა - Underground.
    მიწისქვეშა სისტემა მარტივად იცავს ობიექტებს ან ტერიტორიებს უნებართვო პირების შეჭრისაგან. მისი მეშვეობით საზღვრების დარღვევის გამოვლენა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან მისი შეუიარაღებელი თვალით შემჩნევა აბსოლუტურად შეუძლებელია. ეს დამატებითი პლატფორმა უზრუნველგყოფთ აღმოჩენა/დადგენის მაღალი სიზუსტით და ცრუ განგაშის ძირფესვიანად აღმოფხვრით - მიუხედავად ამინდის, კლიმატის ან ნიადაგის ტიპისა.

დადგენის მაღალი სიზუსტე და ცრუ განგაშის აღმოფხვრა

Sieza– ს პერიმეტრის უსაფრთხოების საშუალებით, თქვენ შეძლებთ მუდმივად აკონტროლოთ მთელი სისტემის დაცულობა და გამოიყენოთ სხვა მისი დადებითი თვისებებიც:

 

  • ცრუ განგაშის უკიდურესად დაბალი მაჩვენებელი;
  • IP კამერებთან ინტეგრაცია;
  • გამოვლენის სიზუსტე;
  • დეტექტორების სიმეტრიული კავშირი;
  • დამატებით პროგრამებთან ინტეგრაცია;
  • ხაგრძლივი ექსპლუატაციის ციკლი;
  • პერიმეტრის დიდი მასშტაბი;
  • მიწისქვეშა სენსორები;
  • სწრაფი აღმოჩენის მექანიზმი;
  • მარტივი ინსტალაცია/გამოყენება;
  • აღმოჩენის ეფექტურობის მაღალი მაჩვენებელი;
  • მინიმალური სივრცის საჭიროება.