დღეში

14 000 მომხმარებელი

თბილისის იუსტიციის სახლში, Qmatic-ის ყველაზე მსხვილი ინსტალაციაა საჯარო სექტორში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით

რიგის მართვის სისტემა

რა ქმნის უარყოფით გამოცდილებას?

რომელ რიგში ჩავდგე? ვინ არის ბოლო? რამდენ ხანს მომიწევს ლოდინი? ფეხზე რომ არ დავდგე რიგს დავკარგავ? ჩემზე გვიან მოსული მომხმარებელი რატომ მივიდა ჩემზე ადრე? მოვასწრებ თუ არა მომსახურების მიღებას? ეს ის კითხვებია, რომლებსაც მომხმარებელი მოუწესრიგებელ ცოცხალ რიგში აწყდება.

 

21 საუკუნის დროის ტოტალური დეფიციტი კიდევ უფრო ამწვავებს ამ საკითხის აქტუალურობას. გადახდისუნარიანი მომხმარებლებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანია სერვისის სწრაფად მიღება და დროის მაქსიმალურად დაზოგვა.

 

სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტას ემსახურება მომხმარებელთა ნაკადის მართვის სისტემა.

როგორ მუშაობს QMATIC

მომხმარებელი სერვის ცენტრში შემოსვლისთანავე იღებს რიგის ბილეთს, რის შემდეგაც მოსაცდელში კომფორტულად ელოდება საკუთარი ნომრის საინფორმაციო ტაბლოზე ასახვას.

 

სურვილის შემთხვევაში მომხმარებლს რიგის დისტანციურად დაჯავშნის შესაძლებლობაც აქვს (ვებ გვერდის, ქოლ ცენტრის, Facebook-ის მეშვეობით). რის შემდეგაც, სერვის ცენტრში მოსვლისთანავე აიღებს პრიორიტეტულ ბილეთს და მიიღებს მომსახურებას რიგის მართვის სისტემით პირველივე გათავისუფლებულ ოპერატორთან.

 

QMATIC-ის რიგის მართვის სისტემა ავტომატურად აგვარებს ყველა დანარჩენ პრობლემას, რომელთა გადაწყვეტაც ცოცხალ რიგში მყოფ მომხმარებელს დამოუკიდებლად უწევდა.

მეტი ვიდრე მხოლოდ რიგის მოწესრიგება

QMATIC-ის რიგის მართვის სისტემაში ხდება ისეთი მონაცემების ავტომატური დაგროვება, როგორიცაა: ბილეთის დაბეჭდვის დრო, ბილეთის გამოძახების დრო, მომსახურების ხანგრძლივობა, კონკრეტული ოპერატორების მიერ გაწეული მომსახურებები და ა.შ.

 

ერთი შეხედვით მარტივი სტატისტიკა ძლიერი და ობიექტური რეპორტინგის შექმნის საშუალებას გვაძლევს, რაც სერვის პროვაიდერს რიგის მართვის სისტემის ინსტალაციამდე არ გააჩნდა. სტატისტიკა შეიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა:

  • უმართავი რიგის მიზეზით დაკარგული მომხმარებლების რაოდენობა(დაიბეჭდა ბილეთი და არ გამოცხადდა ოპერატორთან);
  • დღის, კვირის და თვის დროის კონკრეტულ მონაკვეთში არსებული მომხმარებელთა რაოდენობა;
  • ოპერატორების და მათი ცვლების საჭირო ოდენობა ლოდინის ოპტიმალური დროისა და სწორად განსაზღვრული სახელფასო ხარჯების მისაღებად;
  • ინფორმაცია კონკრეტული ოპერატორების დატვირთვის შესახებ;
  • კონკრეტულ სერვისზე გამოსაყოფი ოპერატორების რაოდენობა;
  • ინფორმაცია მომსახურების არხის დამატების აუცილებლობის შესახებ;
  • მომხმარებლის ლოდინის დროის საშუალო მაჩვენებელი;
  • კონკრეტული სერვისისა თუ მომსახურების ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი;
  • კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობა კონკრეტულ თანამშრომელთან მიმართებაში;

 

ამ ტიპის რეპორტინგი რიგის მოწესრიგებასთან ერთად ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.

Qmatic-ის პრემიუმ პარტნიორი

NGT Group პირველი კომპანიაა, რომელმაც რიგის მართვის სისტემების საქართველოში დანერგვა 13 წლის წინ დაიწყო. დღესდღეობით, მიუხედავად დასაწყისში არსებული სკეპტიკური დამოკიდებულებისა, რიგის მართვის სისტემა თანამედროვე მომსახურების სტანდარტს წარმოადგენს.

 

QMATIC-ის რიგის მართვის სისტემით სარგებლობს: ყველა ბანკი, სადაზღვევო კომპანია, სახელმწიფო ორგანიზაცია, უამრავი კლინიკა და ჰოსპიტალი. წლის განმავლობაში QMATIC-ის მეშვეობით იბეჭდება 50 მილიონზე მეტი რიგის ბილეთი, 650-მდე სხვადასხვა სერვის ცენტრში, საქართველოს 25 ქალაქში.

 

NGT Group გახლავთ კომპანია, რომელიც QMATIC-ის უმაღლეს Premier Partner სტატუსს ფლობს და მსოფლიოს მასშტაბით არსებულ 120 დისტრიბუტორს შორის საუკეთესო ხუთეულში შედის.

 

ჩვენ წარმატებას, ძლიერ მწარმოებელთან ერთად, განაპირობებს ტექნიკური მომსხურების პროფესიონალ ინჟინერთა გუნდი, რომელიც წლის განმამვლობაში 7000-ზე მეტ ინციდენტს დაფიქსირებიდან 60 წუთის განმავლობაში და რაც მთავარია, მთელი საქართველოს მასშტაბით უმკლავდება.

 

რიგის მართვის მსოფლიოში საუკეთესო სისტემა

 

QMATIC შვედური კომპანიაა, რომელმაც 35 წლის პირველი რიგის მართვის სისტემა შექმნა. აღსანიშნავია, რომ QMATIC დღემდე ნომერ პირველია ამ სფეროში და 30-ჯერ აღემატება რიგით მეორე კომპანიას. QMATIC 85 000 ლოკაციაზე 125 ქვეყანაშია განთავსებული და მომხმარებელი წლის განმავლობაში სისტემით 2,5 მილიარდჯერ სარგებლობს.

 

მიუხედავად ჩინეთში აუთსორსინგის გლობალური ტრენდისა, QMATIC-ის პროდუქცია უშუალოდ შვედეთში იწარმოება, რაც მის უმაღლეს ხარისხს, სტაბილურობას და ხანმედეგობას (7-10 წელი) განაპირობებს.

 

QMATIC გამოირჩევა მდიდარი და სრულყოფილი პროგრამული ფუნქციონალით, რომელიც 35 წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით დაგროვებული გამოცდილების გათვალისწინებით არის შემუშავებული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს ბიზნეს პროცესი, რომლის სამუშაო მოდელიც QMATIC-ის ფუნქციონალში არ არის გათვალისწინებული.

 

შესაბამისად, კომპანია რომელიც ირჩევს QMATIC-ს, მომსახურების პირველივე დღიდან სარგებლობს ამ სფეროში წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით.